კალათბურთი

11:03 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” "მინესოტას" აჯობა, ჰარდენის მე-13 საამმაგი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“სან ანტონიომ” შინ “მინესოტას” 122:114 აჯობა. მთელი მესამე პერიოდი “მინესოტა” იგებდა, თუმცა მეოთხე პერიოდის დასაწყისში ტეხასელები წინ გაიჭრნენ და შეხვედრის ბოლომდე 8-10 ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, ასევე გამორჩეული იყო ლამარკუს ოლდრიჯი, რომელმაც მეტოქეს 29 ქულა ჩაუგდო. “მინესოტაში” საუკეთესო კარლ ენტონო-თაუნსი გახლდათ - 27 ქულა, 16 მოხსნა. “სან ანტონიო” 32 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“მაიამი ჰიტმა” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონს” 109:103 მოუგო. ჯეიმს ჰარდენმა მიმდინარე სეზონში მე-13 სამმაგი დუბლი შეასრულა. “მაიამიმ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, ექვს კალათბურთელს 14 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 21 ქულა გორან დრაგიჩის ანგარიშზეა.

“ბრუკლინი” – “ტორონტო” 109:119 (29:26, 32:32, 24:34, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=ibjLXMKIQQI

“მაიამი” – “ჰიუსტონი” 109:103 (27:32, 26:21, 26:26, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=wz-t9u5e3ME

“ჩიკაგო” – “დალასი” 98:99 (24:28, 19:30, 27:22, 24:23)

https://www.youtube.com/watch?v=1qkX18AEgwA

“სან ანტონიო” – “მინესოტა” 122:114 (30:30, 37:41, 25:19, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=xxge_PTnq9k

“ლეიკერსი” – “დენვერი” 121:127 (26:40, 28:26, 30:35, 37:26)

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111707