ფეხბურთი

22:35 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “მესი თუ რონალდუ? ეს კითხვა იგივეა, როგორც ბუფონი თუ კასილიასი”

“იუვენტუსის” არგენტინელმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა ესპანურ MARCA-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს, იკერ კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათი შედარება არ შეიძლება.

- კასილიასი თუ ბუფონი?

– ნამდვილად ვერ ავარჩევ. ბევრისთვის ისინი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეები არიან და უკვე დიდი ხანია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში რჩებიან. ამაყი ვარ, რომ ორივეს გვერდით მითამაშია.

- ასევე ასპარეზობდით რონალდუს და მესის გვერდით. რომელია უკეთესი?

– ეს კითხვა ბუფონი თუ კასილიასი? ამ სერიიდან გახლავთ. რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ორივე ძლიერია და მათ თავთავიანთი უპირატესობები გააჩნიათ.

გონსალო იგუაინს რონალდუსთან და კასილიასთან ერთად “რეალში” უთამაშია, ხოლო მესისთან ერთად - არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად კი სამხრეთამერიკელი ბუფონის მხარდამხარ “იუვენტუსში” ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112023