ფეხბურთი

22:05 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მინსკის ტურნირის მეორე დღე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე და ლიტვასთან 1:4 დამარცხდა.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა თავიდანვე გაუშვეს გოლი, თუმცა კაპანაძემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. შესვენების შემდეგ კი მეტოქის გოლებს ქართველებმა ვერაფრით უპასუხეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითმაშა:

ბახტაძე, მელიქიშვილი (41' ხარაიშვილი), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე (75' ბაქრაძე), ჩოთალიშვილი (49' აშორდია), მექვაბიშვილი (49' ლორთქიფანიძე), დავითაშვილი (41' კუთათელაძე), ტუდები (21' ჩარკვიანი), კვარაცხელია (68' აზაროვი), გულლიაშვილი

სათადარიგონი: თვალოძე, იანგველაძე

ტურნირის მესამე მატჩს ქართველი 17-წლამდელები, რომელთაც ევროშესარჩევი ციკლი შემოდგომაზე ელით, 19 იანვარს უკრაინასთან გამართავენ.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118599