ჭადრაკი

20:39 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს მალე ახალი ჩემპიონი ეყოლება

მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოს ექს და ვიცე ჩემპიონის მარია მუზიჩუკის (უკრაინა), აშშ-ს მოქმედი ჩემპიონის ნაზი პაიკიძისა და ამავე ქვეყნის ექს-ჩემპიონის ირინა კრუშის შემდეგ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი), ქალთა შორის მეორე რეიტინგის მქონე ჰამპი კონერუმ (ინდოეთი), ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), ალისა გალიამოვამ (რუსეთი), კაროლინა ლუიანმა (არგენტინა) და ემა გუოიმ (ავსტრია) თქვეს.

რადგან იფანმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ბუნებრივია, რომ მისი დასრულების შემდეგ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

მართალია, იურიდიულად არ იმსახურებდნენ, მაგრამ ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა მისი უფლებები გამოიყენა და ტურნირის მასპინძელთა ორ წარმომადგენელ სარასადატ ჰადემალშარეხსა და მიტრა ნეჯაზიპოურს დართო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.

შეგახსენებთ, რომ ნოკაუტ სისტემით დაგეგმილ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს 2017 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112521