სხვა

12:24 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

5 მერვედფინალისტი ოფიციალურად ცნობილია (+VIDEO)

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ მძიმე ბრძოლაში მოუგო შვედეთს, 27-25 და მერვედფინალში გასვლა გაინაღდა. 3-3 მოგება აქვთ და პლეიოფში გასულები არიან საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, სლოვენია. ჯგუფური ეტაპი 20 იანვარს სრულდება.

დანია ტაიმის ბოლოს 5 ბურთით იყო წინ, 14-9, მაგრამ ბოლო წუთებში შვედებმა რამდენჯერმე შეამცირეს სხვაობა ერთამდე - სულ ბოლოს, ჯიმ გოტფრიდსონმა 25:26 (58’42), მაგრამ დანიელებმა ბოლო შეტევაში თითქმის ერთი წუთი შეინარჩუნეს ბურთი და სირენამდე 5 წამით ადრე ჰანს ლინდბერგმა მარჯვენა კუთხიდან შეაგდო - 27-25. ამავე, D ჯგუფში ევვიპტეს საკმაო წინააღმდეგობა გააუწია ბაჰრეინმა, 29-31. დღეს თამაშობენ ყატარი და არგენტინა, რის შემდეგაც მესამე ტური დასრულდება, მაგრამ საბოლოო სიტუაცია აქ ბოლო ტურის დასრულებამდე ვერ გაირკვევა.

A ჯგუფში კი პირიქით, თითქმის ყველაფერი გაირკვა. პოლონეთმა, რუსეთთან მარცხის შემდეგ (20-24) ოფიციალურად დაკარგა პლეიოფში გასვლის შანსი, იაპონიას კი მხოლოდ თეორიული ვარიანტი დარჩა. შესაბამისად, პლეიოფში საფრანგეთი, რუსეთი, ბრაზილია და ნორვეგია გადიან. დღეს აქ მეოთხე ტურის სამივე მატჩია.

B ჯგუფში ესპანეთმა გაანადგურა ანგოლა, 42-22 ხოლო სლოვენიამ უპრობლემოდ მოუგო მაკედონიას, 29-22. შესაბამისად, ესპანეთი და სლოვენია მერვედფინალში არიან, შედარებით უსაფრთხო პოზიციაზეა მაკედონია, ხოლო მეოთხე საგზურისთვის იბრძოლებენ ისლანდია და ტუნისი, რომელთაც ერთმანეთში ფრედ აქვთ ნათამაშები. ტუნისს დღეს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სლოვენიასთან, ისლანდია კი ანგოლას შეხვდება.

C ჯგუფში ყველაზე რთული სიტუაციაა. ხორვატია ბელარუსთან მოგების შემდეგ, 31-25, მერვედფინალშია. დღეს, საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ საგზურს ალბათ გერმანიაც გაიფორმებს, დანარჩენი ორი გამსვლელი ადგილისთვის კი უნგრეთი, ჩილე, ბელარუსი და საუდის არაბეთი იბრძლებენ. უნგრეთს ჩილესთან არ ჰყავდა ლასლო ნადი, რომელიც განაცხადში ოფიციალურად შეცვალეს (სულ ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდს 16-კაციან განაცხადში ორი ცვლილების უფლება აქვს, ასე რომ, ნადს, თუ მომჯობინდა, დაბრუნება შეუძლია). ჩილე, ძმების როდრიგო და ესტებან სალინასების, ასევე ერვინ და ემილ ფოიხტმანების ლიდერობით, ბელარუსის დამარცხების შემდეგ კიდევ ერთ ევროპულ გუნდს ებრძოლა, მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა ორამდე, მაგრამ წააგო - 29-34.

ვიდეომიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=7wsYM1uRLO8&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

A ჯგუფი, ნანტი (3 თამაშიდან): საფ 6, რუს 4, ნორ 4, ბრა 4 - პოლ 0, იაპ 0

11,12 იან. საფ-ბრა 31-16, რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20

13,14 იან. იაპ-საფ 19-31, ბრა-პოლ 28-24, ნორ-რუს 28-24

15 იან. საფ-ნორ 31-28, ბრა-იაპ 27-24

16 იანვარი. პოლონეთი-რუსეთი 20-24

პოლ: ტ. გებალა 4, პაჩკოვსკი, დაშეკი 3 - მალხერი 12/35

რუს: კოვალევი 7, ატმანი 5, კალარაში 3 - ბოგდანოვი 11/30

17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი

19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია

--

B ჯგუფი. მეცი (3) - ესპ 6, სლნ 6, მკდ 4, ისლ 1 - ტუნ 1, ანგ 0

12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21

14 იან. ისლ-სლნ 25-26, ტუნ-ესპ 21-26, ანგ-მკდ 22-31

15 იან. ისლ-ტუნ 22-22

16 იანვარი. სლოვენია-მაკედონია 29-22

სლნ: მარგუცი, ბეჟიაკი 4, ბლაგოტინშეკი, იანცი, ზარაბეცი, მაცკოვშეკი 3 - სკოკი 14/31

მკდ: ლაზაროვი 18/9, სტოილოვი 3, დროგრიშკი 2 - ტრაიკოვსკი 6/27

ესპანეთი-ანგოლა 42-22

ფერნანდესი 9, რივერა, ბალაგერი 6, კოსტოია, ფიგერასი, დუიშებაევი 4 - ლოპესი 6, ფერეირა 5

17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია

18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი

19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია

--

C ჯგუფი, რუანი - ხორ 6 (3), გერ 4 (2), უნგ 2 (3), ბლრ 2 (3) - ჩილ 2 (3), საუ 0 (2)

13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23

14,15 იან. უნგ-ხორ 28-31, ჩილ-გერ 14-35, საუ-ბლრ 26-29

16 იანვარი. უნგრეთი-ჩილე 34-29

ჯამალი 7, იუჰასი, ლეკაი 5, ჩასარი, ბანჰიდი 4 - ერ. ფოიხტმანი 6, რ. სალინასი 6

ხორვატია-ბელარუსი 31-25

ცინდრიჩი 8, ჰორვატი 5, დუვნიაკი 4 - კარალეკი 7, ძ. რუტენკა, შილოვიჩი 5

17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი

18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

--

D ჯგუფი, პარიზი - დან 6 (3), შვდ 4 (3), ეგვ 4 (3), ყატ 2 (2) - ბაჰ 0 (3), არგ 0 (2)

13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22

14,15 იან. დან-ეგვ 35-28, არგ-შვდ 17-35, ბაჰ-ყატ 22-32

16 იანვარი. ეგვიპტე-ბაჰრეინი 31-29

ელდერაა 6, ეისა, ხაირი, სანადი 5 - აბდულა საადი 6, ბაშამი, ალი მაფუდი 5

დანია-შვედეთი 27-25

დან: ჰანსენი 8, ზონდერგორი 4, მორტენსენი, მოლგორი, ჰ. ტოფტი 3 - ნ. ლანდინი 23/48

შვდ: ეკბერგი 7, ლაგერგრენი 5, გოტფრიდსონი 4, ტოლბრინგი 3 - აპელგრენი 14/38

https://www.youtube.com/watch?v=7wsYM1uRLO8

17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა

18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

--

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110413