თამაშგარე

12:52 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუზანა ვერნერი ქმარს განურისხდა

ბრაზილიელი მოდელი, სუზანა ვერნერი როდესაც თავისი სილამაზით, ეშხითა და სიკისკისით მრავალთა თვალს ატკბობდა, მაშინ ჩვენი მკითხველების უმრავლესობა შეიძლება მცირეწლოვანი იყო და არც სუზანა ახსოვდეს და არც ის, რომ ეს დაშხოშიანი ქალბატონი პირველად საზოგადოებამ რონალდოსთან ტრფობით გაიცნო.

ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და აგერ ათ წელზე მეტია, სუზანა დაღვინდა, დადგა და ამჟამად უკვე ვეტერან ბრაზილიელ კიპერთან, ჟულიო სეზართან თანამოსაყდრეობს და ამ თანაცხოვრების შედეგი სამ შვილში გამოიხატება.

თითქოს ამ ისტორიაში ყველაფერი მშვენივრადაა და “დისნეის” ნახატი ფილმებივით ბოლოს ჩიტების ჯღურტული უნდა გაისმას, მაგრამ ბრაზილიური ბულვარული მედია იუწყება, რომ სუზანას ქმართან დიდი დაკა-დაკა მოსვლია და ეს ყველაფერი ხელდახელ ჩხუბშიც გადაიზარდაო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ვერნერის ქალმა ქმარს საიდუმლო საყვარელი აღმოუჩინა. ასე რომ, წინ დიდი და შემზარავი ამბები შეიძლება გველოდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156654