ფეხბურთი

4:00 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სოსიედადმა” ექვსეული გაიმყარა

ლა ლიგის მე-18 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მალაგა” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუხვდა და ბასკეთში 3 ქულა გაატანა.

“სოსიედადი” 90 წუთის მანძილზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და ვერავინ იტყვის, რომ გამარჯვება არ დაუმსახურებია, თუმცა ორივე გატანილი გოლისას აშკარად გაუმართლათ. ანგარიში 50-ე წუთზე ინიგო მარტინესმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ინიგოს იდეალურად არ დაურტყამს, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ დუდას მოხვდა და ბურთი კარლოს კამენის კარში შევარდა. მეორე გოლი კი, რომელიც 62-ე წუთზე ხუანმიმ ყოფილ გუნდს გაუტანა, ძალიან გავდა თამაშგარე მდგომარეობას, თუმცა მატეუ ლაოსმა გოლი ჩათვალა და “სოსიედადმა” ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

“ჩური ურდინი” 32 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “მალაგა” 21 ქულით მე-13 საფეხურს იკავებს.

მალაგა – სოსიედადი 0:2 (0:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ვილანუევა, მუნიოსი, ხ.კარლოსი, როსალესი, ფორნალსი (ხუანპი 76), კამაჩო, დუდა (ონტივეროსი 65), მ.სანტოსი, ჩ.კასტრო, ს.რამირესი (პენარანდა 21).
მწვრთნელი: მარსელო რომერო

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ელუსტონდო (რ.ნავასი 67), ი.მარტინესი, ოდრიოზოლა (ლიტრი 76), ბერჩიჩი, ზურუტუზა (ილარამენდი 56), გრანერო, პრიეტო, ოიარზაბალი, ხუანმი, ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ი.მარტინესი (50), 0:2 ხუანმი (62)
გაფრთხილებები: გრანერო, ილარამენდი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111381