ფეხბურთი

21:36 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ძაძა "ღამურებში"

იტალიელი ფეხბურთელი სიმონე ძაძა მიმდინარე სეზონს ესპანურ “ვალენსიაში” ჩაამთავრებს. ამის შესახებ “ღამურების” ვებგვერდი იუწყება. 24 წლის თავდამსხმელი პირინეის ნახევარკუნძულზე იჯარით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვა 14 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

სიმონე ძაძა ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაშია. ამ სეზონის პირველი ნახევარი კი, ინგლისში, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” რიგებში გაატარა, მაგრამ წარუმატებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114146