ფეხბურთი

22:00 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლი მარადონას ორიგინალურად შეეგება

ლეგენდარული დიეგო მარადონა ნეაპოლში დაბრუნდა. ეს კი, ის ქალაქია, სადაც არგენტინელს დღემდე აღმერთებენ, მიზეზი მარტივია – “ნაპოლის” ოქროს ხანა მარადონას დროს ედგა და იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო არმანდოს ნეაპოლი ორიგინალურად დახვდა – ავტობუსის გაჩერების ყველა ტაბლოზე ერთი და იგივე ფრაზა იყო გამოსახული: “კეთილი იყოს შენი დაბრუნება დიეგო”.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა “ნაპოლის” რიგებში 1984-1991 წლებში თამაშობდა და სწორედ ხსენებულ პერიოდს უკავშირდება “ნაპოლის” იტალიურ საფეხბურთო ელიტაში გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130838