ფეხბურთი

18:09 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობენმა “ბაიერნთან” გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნმა” ჰოლანდიელ ნახევარმცველ არიენ რობენს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. როგორც მიუნხენური გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 32 წლის შემტევი “ალიანს არენაზე” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ბედნიერი ვარ, რომ “ბაიერნში” კიდევ ერთი წელი ვითამაშებ. ეს გუნდი ჩემი მეორე სახლი და ოჯახია. მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო”, - განაცხადა რობენმა.

კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემაც:

“არიენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია. აქ თითქმის 8 წელია თამაშობს და ამ დროის განმავლობაში ჩვენი კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ბედნიერები ვართ, რომ “ბაიერნის” მაისურის კიდევ ერთი წლით მოირგებს”, - აღნიშნა რუმენიგემ.

არიენ რობენი “ბაიერნში” 2009 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და დღემდე გუნდის მაისურით ჩატარებულ 226 შეხვედრაში 119 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110729