სხვა

17:18 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იანვრის ბაშოზე წაუგებელი აღარავინაა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, იანვრის ბაშოზე ცხრა ტური გაილია. მე-13 მაეგაშირას რანგში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვის მიმდინარე სუპერტურნირი ჯერჯერობით წარმატებული ვერაა, რადგან ფინიშამდე 6 დღით ადრე მის ანგარიშზე 3 მოგება და 6 წაგებაა. გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორს დღეს შეეძლო, უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაეყვანა, მაგრამ შანსი მე-6 მაეგაშირა კოტოიუკისთან მარცხით დაკარგა.

ხვალ გასამართ მე-10 ტურში თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე მე-11 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც აქამდე 4-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ აჯობა.

იმპერატორის თასისთვის მებრძოლთა რიგებში კი დაუმარცხებელი აღარავინაა. 9 შესაძლებლიდან 8-8 ქულით ლიდერობენ ოძეკი კისენოსატო და მე-10 მაეგაშირა ტაკანოიავა. იოკოძუნა ჰაკუჰო კი მათ ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ იანვრის ბაშოზე ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) გამოდიოდა, მაგრამ კომუსუბის წოდებით მოჭიდავე ქართველმა მუხლის ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას მე-5 ტურის შემდეგ გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110247