სხვა

12:43 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მხარი დავუჭიროთ ლაშა ტალახაძეს! 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე დაიწყო წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად გამოკითხვა, რომელშიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მონაწილეობს. მოვაგებინოთ ლაშას ის, რაც მან დაიმსახურა!


1. შედით საიტზე www.iwf.net
2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს)
3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვტოვებთ ამ ქვეთავს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს.
5. მოვნიშნოთ 1 ქალი და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი).
6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი.
7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia).
8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი.
10. ვაჭერთ ღილაკს VOTE.
11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

გამოკითხვა 31 იანვარს დასრულდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111685