თამაშგარე

10:34 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი ესპანელი ფეხბურთელების მიერ ქართული ლუდის დარახრახებისა

გუშინ, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში როგორ იცით, მეტად საინტერესო ვეტარანთა ტურნირი – ზამთრის თასი გაიმართა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა იპირველა და სასიხარულოა, რომ სხვა გუნდებთან ერთად, ნახევრაფინალში მრავალი ცნობილი ვარსკვლავით სავსე ესპანეთის ნაკრებიც დაამარცხა.

თქვენ ეს ყველაფერი იცით და ჩვენს რუბრიკაში არცაა მატჩის დეტალების გახსენების ადგილი. ჩვენთვის საინტერესო ის გახლდათ, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტის სასახლის “ლაუნჯიში” საქართველოსთან მარცხი ქართული ლუდის სმით “გადააგორეს” და უნდა ითქვას, რომ ჩვენებური ლუდი ძალიანაც მოეწონათ.

ამ ფოტოებზე თქვენ ხედავთ როგორ კოხტად “არახრახებენ” პირინეელი ფეხბურთელები ქართულ ლუდს და იმაშიც გარწმუნებთ, რომ სერხი ბარხუანი გვარიანად გამოიბრუჟა. ლუდი კაპდევილამაც დალია, ამავისკამაც და ხუანფრანმაც. ერთი, წარმოშობით ბრაზილიელი მარკუს სენა არ გარეულა ლოთბაზარულ ამბებში და მან ტრიბუნაზე ჯდომა და საქართველოსა და უკრაინის ფინალური მატჩის ცქერა არჩია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132463