ფეხბურთი

4:00 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიამ” რევანში აიღო და “რეალს” წაგების გემო გაახსენა

ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, ხუთშაბათს “რეალმა” “სევილიას” 93-ე წუთზე გაუტანა, რითაც მარცხს გადაურჩა და 40-მატჩიანი წაუგებელი სერიით ესპანური ფეხბურთის რეკორდი მოხსნა.

ამჯერად, პირიქით მოხდა. მადრიდელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს და 6 აპრილის (ლა ლიგაში 27 თებერვლის) შემდეგ პირველად დამარცხდნენ.

შეხვედრა უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გუნდები ძალიან ფრთხილობდნენ და ამის გამო, პირველ ნახევარში 100%-იანი მომენტები არ შექმნილა. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ თამაში მოსაწყენი გახლდათ.

მასპინძელთაგან ყველაზე მეტად სტივენ ნ’ზონზი და ვიტოლო გამოირჩეოდნენ. პირველი მოედნის ცენტრს აკონტროლებდა და დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ანდალუსიელები ბურთს უფრო დიდხანს ფლობდნენ, ხოლო ვიტოლო საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე მეტოქის მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. მადრიდელთაგან ყველაზე კარგად ლუკა მოდრიჩი გამოიყურებოდა. ხორვატი ფეხბურთელი თამაშსაც ამწვავებდა, ბურთსაც კარგად ანაწილებდა და დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს. ამ მხრივ, ტრადიციულად ძალიან კარგი იყო კასემიროც, რომელიც ართმევაზე მშვენივრად თამაშობდა.

მეორე ტაიმში მომენტების შექმნაც დაიწყეს გუნდებმა და თამაში კიდევ უფრო კარგი საყურებელი გამოდგა. გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ჯერ ვისამ ბენ იედერს, რომელსაც კეილორ ნავასმა აჯობა, ხოლო ქარიმ ბენზემამ ახლო მანძილიდან “დალაქების” კარს ზემოდან გადააცილა.

65-ე წუთზე ესკუდერომ უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც დანი კარვახალმა ისარგებლა, ფლანგი გაარღვია და საბოლოოდ პენალტი გამოიმუშავა: მარჯვენა მცველი სერხიო რიკომ წააქცია. 11-მეტრიანი კრიშტიანო რონალდუმ უნაკლოდ შეასრულა და “რეალი” დააწინაურა.

მასპინძლებს ყურები არ ჩამოუყრიათ. ხორხე სამპაოლიმ იმ წუთასვე საჭირო შეცვლა განახორციელა: ფრანკო ვაზკესი სტევან იოვეტიჩით ჩაანაცვლა, ხოლო მალევე იბორას ნაცვლად სარაბიას უხმო. შეცვლებმა აშკარად გაამართლა და ანდალუსიელთა შეტევები გაცილებით სახიფათო გახდა. 85-ე წუთზე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა: მასპინძელთა მოწოდებულ სტანდარტულს სერხიო რამოსის ავტოგოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ “რეალის” კაპიტანს “სევილიას” ფანები ძალიან აგრესიულად დახვდნენ, ბურთის მიღებისთანავე უსტვენენ და შეურაცხმყოფელ შეძახილებსაც არ ერიდებოდნენ.

“სევილია” ანგარიშის გათანაბრების მიუხედავად არ გაჩერებულა. მასპინძლებს აშკარად მოგება სურდათ. განსაკუთრებით აქტიურობდა სტევან იოვეტიჩი, რომელსაც 87-ე წუთზე შეეძლო გატანა და ოდნავ არ გაუმართლა, თუმცა ახალწვეულმა საწადელს მაინც მიაღწია და შორეული დარტყმით 92-ე წუთზე “სევილიას” მოაგებინა – 2:1. სტევანმა “დალაქების” მაისურით მეორედ ითამაშა და ამდენივე გოლი გაიტანა. მან ორივე მატჩი “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარა.

ხორხე სამპაოლი და “სევილია” კი ქება-დიდების მეტს არაფერს იმსახურებენ. ანდალუსიელები შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ და პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეორე ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებენ. “დალაქებს” 39 ქულა აქვთ, “ბარსელონას” ერთი ქულით უსწრებენ, ხოლო “რეალს” ჩამორჩებიან. თუმცა, მადრიდელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

როგორც იქნა მოიგო “ვალენსიამ”, რომელმაც 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოცილდა. “ღამურებმა” “ესპანიოლს” უმასპინძლეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს. მასპინძლები მარტინ მონტოიამ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სანტი მინამ ახლო მანძილიდან შეაგდო. სტუმართაგან მატჩის ბოლოს პრესტიჟის ბურთი დავიდ ლოპესმა შეაგდო, რომელმაც დამატებაზე ითამაშა კარგად – 2:1.

“სელტამ” კაცნაკლული “ალავესი” 89-ე წუთზე რადოიას გოლით გატეხა, “ეიბარმა” გასვლაზე “ხიხონი” დაამარცხა, ხოლო აუტსაიდერებმა “გრანადამ” და “ოსასუნამ” “ლოს კარმენესზე” ქულები გაიყვეს.

ვალენსია – ესპანიოლი 2:1 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, სანტოსი (მ.სუარესი 89), გარაი, მონტოია, გაია, ე.პერესი, პარეხო, სოლერი, ნანი (ბაკალი 93), ელ ჰადადი (კანსელო 67), მინა.
მწვრთნელი: ვორო

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ო.დუარტე, კარისოლი, სევილია (ხოსე ანტონიო რეიესი 69), ფუეგო, ჰ.პერესი, ხურადო, ა.ვაზკესი (მელენდო 54), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 მონტოია (17), 2:0 მინა (73), 2:1 დავიდ ლოპესი (85)
გაფრთხილებები: სოლერი, პარეხო, გაია, ელ ჰადადი, ალვეში
მსაჯი: ხოსე სანჩესი

სელტა – ალავესი 1:0 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ბლანკო, კაბრალი (ხონი 50), ფონტასი, მალიო, რონკალია, მ.დიასი, ვასი, რადოია, ასპასი (ს.გომესი 92), ბონგონდა, გუიდეტი (როსი 71).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, კიკო, მ.გარსია, მ.ლორენტე, კამარასა (სობრინო 88), მენდეში (ვიგარაი 77), იბაი (ალექსისი 49), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლი: რადოია (89)
გაფრთხილებები: კაბრალი, ვასი, ხონი, ფონტასი – კიკო, ფედალი, მენდეში, ტ.ერნანდესი
გაძევება: ფედალი (46)
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

ხიხონი – ეიბარი 2:3 (1:3)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-2): კუელარი, კასტელიანო, ამორობიეტა, ი.ლოპესი, დუგლასი (ბაბინი 55), ს.ალვარესი, კასესი, მ.გომესი (აფიფი 46), კარმონა, ვიგუერა, კ.კასტრო (რ.სანჩესი 66).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო (იოელი 26), მ.დოს სანტოსი, ლეიუნი, ლუნა, კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ადრიანი (ფ.რიკო 65), ინუი (პენია 74), პ.ლეონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 0:1 ადრიანი (4 პენ.), 1:1 კარმონა (9), 1:2 პ.ლეონი (21), 1:3 ლუნა (23), 2:3 კასესი (58)
გაფრთხილებები: ამორობიეტა, კარმონა, ბაბინი, ს.ალვარესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

გრანადა – ოსასუნა 1:1 (0:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ვეზო (პონსე 65), ლომბანი, ტაბანუ, ფოლქიერი, ა.პერეირა, აგბო, ბოგა, სამპერი, ატზილი (ბუენო 57), კრავეტსი (გ.სილვა 75).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ოსასუნა (5-3-2): მ.ფერნანდესი, ოიერი, დ.გარსია, უ.გარსია, კლერკი, ბერენგერი, ფაუსტო (მერიდა 76), კაუსიჩი, რ.ტორესი (რომერო 76), რიერა (რივიერი 69), ს.ლეონი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 0:1 რიერა (12), 1:1 კრავეტსი (69)
გაფრთხილებები: ა.პერეირა, პონსე, ტაბანუ – ფაუსტო, რიერა, დ.გარსია, ბერენგერი
გაძევებები: აგბო (73), პონსე (95)
მსაჯი: დანიელ ხესუს ტრახილიო

სევილია – რეალი 2:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, პარეხა, მარიანო, ესკუდერო, იბორა (სარაბია 77), ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი (იოვეტიჩი 68), ნასრი, ვიტოლო, ბენ იედერი (ვიეტო 92).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

რეალი (3-5-2): ნავასი, რამოსი, ნაჩო, ვარანი, კროოსი (კოვაჩიჩი 75), კასემირო, მოდრიჩი, მარსელო, კარვახალი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (67 პენ.), 1:1 რამოსი (85 ს.კ.), 2:1 იოვეტიჩი (92)
გაფრთხილებები: იბორა, ნ’ზონზი, ნასრი – მარსელო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.216144