ფეხბურთი

16:49 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასის ფინალში "გაგრა" და თბილისის "დინამო" გავიდნენ

15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ „გაგრა“ და საჩხერის „ჩიხურა“ წარსდგნენ. შეხვედრა გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გოლები გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ, ქურდაძემ და კიკნაძემ გაიტანეს.

მეორე შეხვედრაში კი, ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და თბილისელთა გამარჯვებით 11:5 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთთრიკი საბა ლობჟანიძემ შეასრულდა, დუბლი ოთარ კიტეიშვილმა, ბაჩანა არაბულმა და ბექა მიქელთაძემ, თითო ბურთი კი, გიორგი ჩაკვეტაძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათი გუნდიდან თავის გამოჩენა მიხეილ გორელიშვილმა (2), პაპუნა ფონიავამ და ვაკო თევდორაძემ მოახერხეს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ფინალური დაპირისპირებაში, ერთმანეთს „გაგრა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

gff.ge

0.110983