ფეხბურთი

20:30 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასი საფეხბურთო ვარსკვლავების დაპირისპირებით დასრულდება

15 იანვარს, გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მურთაზ შელია, დავით მუჯირი, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

ტურნირს ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები ვარსკვლავური შემადგენლობით ეწვევიან.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11227