ფეხბურთი

15:37 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამსუნსფორი" - ძარიას თურქული ვარიანტი

28 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარია, შესაძლოა, თურქულ "სამსუნსფორში" გადავიდეს. ამის შესახებ თურქულმა საიტებმა დაწერეს. "სამსუნსფორი" თურქეთის პირველ ლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.

ძარია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია და ტიტული სამ სხვადასხვა გუნდში მოიპოვა: "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში". ბოლოს კი ირაკლი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. იყო დრო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ და ერთი გოლიც აქვს გატანილი: დანიასთან ამხანაგურ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11874