ფეხბურთი

14:31 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის გამო “ბარსელონადან” თანამშრომელი გაათავისუფლეს

კატალონიის “ბარსელონამ” კლუბიდან ფეხბურთის სამეფო ფედერაციასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დირექტორი პერე გრატაკოსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა “ასი” ავრცელებს. ამის მიზეზი კი, ის სიტყვები გახდა, რომელიც პერემ რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესის თაობაზე წარმოთქვა:

“მესი საუკეთესოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა, რომ არა ნეიმარი, ანდრეს ინიესტა და სხვები”, - ამბობდა იგი.

როგორც "ბარსელონას" განცხადებაშია ნათქვამი, გრატაკოსის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება არ ემთხვევა კლუბის პოზიციას.

როგორც აღმოჩნდა, ის სიტყვები გრატაკოსს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. ამიერიდან მის ფუნქციებს “ბარსელონას” აღმსარულებელი დირექტორი ალბერტო სოლერი შეითავსებს. ლიონელ მესი კი, როგორც ჩანს, კატალონიაში ხელშეუხებელია, ყოველმხრივ...

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ პერე გრატაკოსი მუშაობას გააგრძელებს, ოღონდ კლუბის აკადემიაში, ზუსტი პოზიცია ჯერ არ გაცხადებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112048