ფეხბურთი

2:10 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალმა” მცველებს გაუხანგრძლივა

“ვილიარეალმა” ძირითადი შემადგენლობის ფლანგელ მცველებს ხაუმე კოსტას და მარიო გასპარს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 26 წლის გასპარი “ელ მადრიგალზე” 2023 წლამდე, ხოლო 28 წლის კოსტა 2021 წლამდე დარჩება.

მარიომ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ხაუმემ 19 და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111205