News

11:20 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" კომანს გამოისყიდის

მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსიდან” ფრანგ თავდამსხმელ კინგსლი კომანს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გამოისყიდის. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანული გიგანტის ხელმძღვანელობა თანახმაა ორი წლის წინ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის შესრულებისთვის და 20 წლის ნიჭიერ ფრანგში 21 მილიონ ევროს გადაურიცხავს “ბებერ ქალბატონს”.

კინგსლი კომანი “ბაიერნმა” 2015 წლის ზაფხულში “იუვედან” ორწლიანი იჯარით გადმოიბირა. მაშინ აღნიშნული ტრანსფერი გერმანელებს 7 მილიონი დაუჯდათ, თუმცა მაშინვე ხელშეკრულებაში იდო პუნქტი, რომლის თანახმადაც “ბაიერნი” სურვილის შემთხვევაში მის გამოსყიდვას ხსენებულ 21 მილიონად შეძლებდა.

კინგსლი კომანმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. აღსანიშნავია, რომ მას კარლო ანჩელოტიზე მეტად პეპ გვარდიოლა ენდობოდა – შარშან ფრანგმა 35 თამაშში 6 გოლი შეაგდო. მათ შორის, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსის” კარში.

0.118073