ფეხბურთი

1:34 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ დიეგო კოშტა გუნდიდან მოკვეთა

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და საუკეთესო ბომბარდირ დიეგო კოშტას შორის დაძაბულობაა. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელმა და ესპანელმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე იჩხუბეს. შესაბამისად, კონტემ ურჩი ფეხბურთელი დასაჯა და “ლესტერთან” გასამართი მატჩისთვის იგი არ გამოიძახა.

წყაროს ცნობით, კოშტას უკვე კლუბიდან წასვლაზე უჭირავს თვალი და მისი აგენტი ჩინეთში გაემგზავრა მოლაპარაკებების წარსამართად.

ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, დაპირისპირება ვარჯიშზე იმან გამოიწვია, რომ კოშტამ ზურგის ტკივილები დაიჩივლა, რაც “ჩელსის” სამედიცინო შტაბმა არ გაიზიარა. ამან კი, იტალიელის გაბრაზება გამოიწვია. მშვიდი ხასიათით მოგეხსენებათ, არც დიეგო კოშტა გამოირჩევა.

ნატურალიზებული ესპანელი მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და 19 მატჩში 14 გოლით “ჩელსის” საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, როგორც ჩანს, კონტესთვის ავტორიტეტები არ არსებობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111851