ფეხბურთი

0:50 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” როდრიგო დიდი ხნით გამოაკლდა

“ვალენსიას” თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელმა გუშინდელ ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის ტერფი მოიტეხა. მას ოპერაცია ბარსელონაში, დღესვე ჩაუტარდება. “ბენფიკას” ყოფილი მოთამაშე რამდენიმე თვეს გამოტოვებს და შესაძლოა, ამ სეზონში მინდორზე ვეღარც ვიხილოთ.

როდრიგომ მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისური 17-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118854