ფეხბურთი

23:20 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” კატალდი გაასხვისა

რომის “ლაციოს” ნიჭიერი ნახევარმცველი დანილო კატალდი კარიერას “ჯენოაში” გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელმა გენუელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა – კონტრაქტი საიჯაროა.

დანილო კატალდი “ლაციოს” სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2 წლის წინ საკმაოდ წარმატებით მოხვდა. კატალდიმ ამ დრომდე “არწივების” რიგებში ჩატარებულ 59 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

“ჯენოაში” კი იგი მეტი სათამაშო დროის გამო გადავიდა, რადგან მიმდინარე სეზონში რომაული გუნდის რიგებში მხოლოდ 11-ჯერ მოუწია მოედანზე გასვლა. გენუურ კლუბს ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვაც შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115698