თამაშგარე

17:06 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი ქალ ფეხბურთელთა მტლაშა-მტლუშისა

თუკი აქამდე ღვთისგან მივიწყებული აფრიკული სახელმწიფოს – განას შესახებ მხოლოდ მამაკაც ფეხბურთელთა ნაკრებით ვიცოდით, ამასწინათ განას ფეხბურთელ ქალთა ნაკრების მწვრთნელმა ისეთი გამაჟრიალებელი განცხადება გააკეთა, ეჭვი გვაქვს, განელი მობურთალი ქალებიც დიდად პოპულარულები გახდნენ.

განას ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, იოსიბ ბასიგმა განაცხადა, რომ მის გუნდში ლესბოსელობა ჩვეულებრივი ამბავია და განელ ფეხბურთელ ქალებს ურჩევნიათ ერთმანეთთან ჩახუტებასა და მტლაშა-მტლუშს მოუკლონ და აქცენტი ბურთის დაშხოშიანად გორებაზე გადაიტანონო.

ბასიგმა ისიც განაცხადა, რომ განას ქალთა საფეხბურთო ნაკრები სულაც არაა ერთადერთი ქალთა გუნდი, სადაც ლესბოსური ჩახუტებები მიდის და მან დაზუსტებით იცის, რომ მსგავსი გადახლართვები ბევრგან ხდება. ეს ყველაფერი გავიგეთ და, ბასიგის გულის დარდების მიზეზი ვერ დაგვიდგენია. იქნებ და...

0.110597