ფეხბურთი

14:23 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: “სკამზე ვეღარ დავჯდები, როგორც პირველ წრეში”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია ავტორიტეტულ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ “ლოკომოტივი”, “როსტოვი” და კიევის “დინამო” მისი პერსონით დაინტერესებულნი იყვნენ.

გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და თუ მას გუნდში დარჩენა მოუწევს, უთამაშებლობას ვეღარ შეეგუება.

- არსებობს უამრავი ჭორი თქვენს მომავალთან დაკავშირებით. არის რამე კონკრეტული?

- ძნელია რამის თქმა. ალბათ, გსმენიათ “ლოკომოტივის”, “როსტოვის”, კიევის “დინამოს” ინტერესზე, თუმცა, ჭორები არაფერს ნიშნავს.

- იყო საუბარი მთავარ მწვრთნელთან?

- იყო. ჩვეულებრივად, როგორც ყველა მოთამაშესთან.

- რას ფიქრობთ, რეალურია, რომ მოხვდეთ შემადგენლობაში სეზონის მეორე ნაწილში?

- ამის შანსი ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ვითამაშებ. მაქვს გუნდთან კონტრაქტი და ყველაფერი დამოკიდებულია გუნდის ხელმძღვანელობაზე. თუმცა, მე ვერ შევეგუები სკამზე ჯდომას, როგორც ეს იყო სეზონის პირველ ნახევარში.

- როგორ რეაგირებენ ამაზე საქართველოს ნაკრებში?

- რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნოა. სამჯერ თუ ოთჯერ ნაკრებში სათამაშო პრაქტიკის გარეშე ჩავედი და ვიყავი სასტარტო შემადგენლობაში. ჩავატარე კარგი მატჩები, მათ შორის, გარეთ ბეილის წინააღმდეგ. დიდი მადლობა, რომ მწვრთნელი მენდობა. თითოეული მოთამაშის კარიერაში არსებობს ასეთი მომენტები და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115499