ფეხბურთი

2:00 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიმ” ნარსინგი დაიმატა

პსვ-ს აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუსიანო ნარსინგი “სუონსიში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

26 წლის ფეხბურთელმა “გედებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 4.6 მილიონი ევროა.

ნარსინგი პსვ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. მან ჰოლანდიური გრანდის მაისური 159-ჯერ მოირგო და 26 გოლი გაიტანა.

0.11985