ფეხბურთი

2:26 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამეფო გუნდის" მეფური რეკორდი (+VIDEO)
ესპანეთის თასი

მადრიდის “რეალი” აბსოლუტური რეკორდის მფლობელია – “სამეფო კლუბმა” ესპანეთის თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა “სევილიასთან” (3:3) არ წააგო და ზედიზედ მეორმოცე წაუგებელი თამაში ჩაატარა.

ზინედინ ზიდანის გუნდმა კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი დაამხო, რომელსაც 39 მატჩი არ ჰქონდა მიჯრით წაგებული. არადა, “რეალი” ახლოს იყო “სანჩეს პისხუანზე” წაეგო და რეკორდი მოუხსნელი დარჩებოდა, მაგრამ...

მასპინძლები დანილოს ავტოგოლით, სტევან იოვეტიჩისა და იბორას გოლებით 83-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ჯერ სერხიო რამოსმა შეამცირა პენალტით სხვაობა, მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე კი, ქარიმ ბენზემამ ისტორიულ ნიშნულამდე მიიყვანა თავისი გუნდი.

მადრიდის “რეალმა” ბოლოს გასული წლის 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე “ვოლფსბურგთან” წააგო (0:2). ხსენებული 40 მატჩიდან “სამეფო გუნდმა” 30 მოიგო და 10 მატჩში ფრე ითამაშა.

თეგებირეალი
0.113628