ჭადრაკი

22:58 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოსლოს ფინალის მაპინძლობა სურს

მოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატის ფინალი 2018 წელს არის დანიშნული. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის (ნორვეგია) მეტოქის ვინაობა ამავე წლის მარტში გახდება ცნობილი. აღნიშნული შეხვედრის ჩატარების სურვილი ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა კარლსენმა პირველად ტიტული 2013 წელს ჩენნაიში (ჩინეთი) მოიპოვა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) მოუგო. ერთი წლის შემდეგ მატჩ-რევანშში კარლსენმა ტიტული სოჭში (რუსეთი) დაიცვა, 2016 წელს კი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) ნიუ-იორკში (აშშ) დაამარცხა.

0.111115