ფეხბურთი

18:15 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია": წავიდნენ, მაგრამ გუნდი არ დასუსტდება

რა ამბებია "სამტრედიაში"? გია ცეცაძის გუნდი 11 იანვარს შეიკრიბა და ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, გუნდი "ზამთრის თასზე" ითამაშებს, 14 იანვარს ჩაერთვება ტურნირზე. "სამტრედია" 18 იანვრამდე თბილისში მოემზადება, შემდეგ სამტრედიაში დაბრუნდება და იქ გააგრძელებს მზადებას, ხოლო 31 იანვრიდან 15 თებერვლამდე თურქეთში გაივლის შეკრებას.

ჯერჯერობით, გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა: დაჩი ცნობილაძემ, ლაშა შერგელაშვილმა და მეკარე კახაბერ მეშველიანმა. კიდევ, თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა ბაჩანა არაბული, თუმცა არაა გამორიცხული, რომ არაბულმა მომდევნო სეზონი მაინც "სამტრედიაში" დაიწყოს - ეს უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

შესაძლოა, რომელიმე ევროპულ კლუბში გააგრძელოს თამაში ბუდუ ზივზივაძემ. მოთხოვნადი ფეხბურთელია და "სამტრედიას" გაუჭირდება მისი შენარჩუნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ზივზივაძე ცეცაძის გუნდში დარჩეს და ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშოს.

ცეცაძის თქმით, "სამტრედია" არ დასუსტდება და უკვე მონიშნულიც ჰყავს პოტენციური ახალწვეულები, თუმცა ჯერ გვარებს არ აკონკრეტებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111775