ფეხბურთი

16:31 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” ახალი სტადიონი

ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯის” რეკონსტრუქციას იწყებს, რომელიც მთლიანობაში 600 მილიონი ევრო დაუჯდება. პროექტის თანახმად, სტადიონის ტევადობა 60 ათასამდე გაიზრდება. ამჟამად ლონდოლეთა არენა 41 000 მაყურებელზეა გათვლილი.

რეკონტრუირებული “სტემფორ ბრიჯის” დიზაინი შვეიცარიულმა კომპანია “ჰერზოგ დე მეურონმა” დაამზადა. სხვათა შორის, ამავე კომპანიას ეკუთვნის მიუნხენის “ალიანს არენასა” და პეკინის ოლიმპიური სტადიონის, “ჩიტის ბუდის” დიზაინებიც.

“ჩელსის” ახალი არენა წინასწარი გათვლებით მზად 2022 წლისთვის უნდა იყოს.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11238