ფეხბურთი

16:02 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი: კობახიძე "გიოზთეფეში" გადადის

სანდრო კობახიძე თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "გიოზთეფეში" გადადის. თურქული პრესის ცნობით, მოლაპარაკება შედგა მხარეებს შორის და არაა გამორიცხული, ტრანსფერიც დღეს-ხვალ განხორციელდეს. "გიოზთეფე" თურქეთის პირველ ლიგაში ლიდერია და სუპერლიგაში გადასვლა სურს.

როგორც იცით, იყო საუბარი, რომ სანდრო თურქეთის ასევე პირველი ლიგის კლუბში, მეოთხეზე მყოფ "სივასფორში" უნდა გადასულიყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ვარიანტი ჩაიშალა. დღესდღეობით, "გიოზთეფეში" გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, კობახიძე ბოლოს პოლტავის "ვორსკლაში" თამაშობდა და გულშემატკივართა გამოკითხვით, გუნდის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124562