ფეხბურთი

14:44 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დუბაის შეკრებისთვის ცნობილია. "ჯვაროსანთა" სლოვაკი თავკაცის ვლადიმირ ვაისის ყურადღება ამჯერად 21 ფეხბურთელმა მიიპყრო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს.

ლეგიონერი მხოლოდ ოთხია: დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი და ლაშა შერგელაშვილი.

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში 23 იანვარს უზბეკეთთან, ხოლო ორი დღის მერე იორდანიის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112176