ფეხბურთი

14:12 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა ობამეიანგზე უარი თქვა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დორტმუნდის „ბორუსიადან“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი დაბლოკა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სამეფო კლუბს“ 27 წლის გაბონელის შეძენა სურდა, დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არ იყო. თუმცა...

Bild-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სანამ მისი გუნდის შეტევის ფლანგებზე ტექნიკური რონალდუ და ბეილი თამაშობენ, ობამეიანგის სტილის თავდამსხმელი არ სჭირდება. წყაროსვე მტკიცებით, ზიდანი კმაყოფილია ამჟამინდელი ფორვარდებით - ქარიმ ბენზემათი და ალვარო მორატათი და შეტევის ხაზის გაძლიერებაზე არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ სატრანსფერო შეზღუდვის ვადა შეუმცირეს და ზაფხულიდან ახალი ფეხბურთელების შეძენას შეძლებს, თუმცა როგორც ჩანს, ამით ობამეიანგი ვერ იხეირებს.

აფრიკელი „დორტმუნდში“ 2013 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირში ერთად).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114938