ფეხბურთი

13:34 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ ფელაინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი „წითელ ეშმაკებში“ 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

29 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერში“ 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. „ევერტონმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 27,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. შეთანხმებაში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც „იუნაიტედს“ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ჰქონდა და BBC-ის ცნობით, ახლა სწორედ ამ პუნქტით ისარგებლა.

„ფელაინის ძლიერი ხასიათი აქვს, წნეხს მარტივად უმკლავდება. ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა“ - განაცხადა ლიგის თასის ნახევარფინალში „ჰალ სიტისთან“ 2:0 მოგებული მატჩის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. ამ შეხვედრაში მარუანმა გოლი გაიტანა.

0.112434