ფეხბურთი

10:48 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე ვარჯიშზე დაშავდა

იტალიური "ემპოლის" ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიურ გამოცემები ავრცელებენ. როგორც ირკვევა, ლევანმა გუშინ, "ემპოლის" ვარჯიშზე ტერფის დაზიანება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიმძიმე - მჭედლიძეს გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს და დადგინდება, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

არადა, ლევან მჭედლიძე ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში იყო და მიჯრით 4 თამაში სასტარტოშიც ჩაატარა. ხსენებულ მატჩებში კი, საკუთარ გუნდს 3 გოლით შეეწია. იმედია, 26 წლის ქართველის დაზიანება სერიოზული არ გამოდგება და მოედანზე გასვლას მალევე შესძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113998