ფეხბურთი

21:20 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “სევილიასთან” ლიდერების გარეშე

მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასზე “სევილიასთან” გასამართ მატჩს დანაკლისით ხვდება. “სამეფო გუნდის” განაცხადში ვერ მოხვდა კლუბის ორი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუკა მოდრიჩი. მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ზინედინ ზიდანი მათ დაასვენებს.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი “რეალს” 3:0 მოგებული, ხოლო იმავე “სევილიას” მიმდინარე კვირის ბოლოსაც დაუპირისპირდება, ოღონდ უკვე პრიმერადივიზიონში და ის თამაში გაცილებით მნიშვნელოვანია – “რეალი” პირველ ადგილზეა, “სევილია” კი მეორეზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115303