საკალათბურთო ,,ა“ ლიგის მონაწილე ,,წყალტუბოში“ ყაზახეთის წარმომადგენელი, ცენტრალური თავდამსხმელი დიმიტრი სვირიდოვი (13.01.85, 213 სმ) თამაშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურა ტომარაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ,,წყალტუბო“ ,,ა“ ლიგაში მისი დაარსების დღიდან თამაშობს და ადგილობრივ გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ,,წყალტუბო“ ამ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ყოველთვის ლიდერთა შორის იმყოფება.