ფეხბურთი

16:26 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შინდაგორიძე და "საბურთალო" შეთანხმდნენ

23 წლის ფორვარდი ლაშა შინდაგორიძე ახალი სეზონიდან "საბურთალოს ღირსებას დაიცავს. თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „საბურთალომ“ ახალწვეულთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

ტანმაღალი თავდამსხმელი ბოლოს "ცხინვალში" ასპარეზობდა, მანამდე კი ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია. 2012-2013 და 2014 წლებში "დინამოში" ირიცხებოდა.

შინდაგორიძე ამ ზამთარს „საბურთალოს“ მეორე ახალწვეულია. რამდენიმე დღის წინ კლუბთან ხელშეკრულება ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ გააფორმა.

0.115972