სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

14:19 | 11.01.2017 | ნანახია 1807 - ჯერ

კაკაბაძე “ესბიერგმა” ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე დანიურმა “ესბიერგმა” ოფიციალურად წარადგინა. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდთან პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ოთარი სკანდინავიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

“ძალიან კარგ ქალაქში და დიდ გუნდში მოვხდი. ვიცი, რომ გუნდს ვიჭირდები და რეალური შანსი მაქვს მქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. “ესბიერგი” სწორედ ამიტომ ავირჩიე. იმედია, გუნდს დავეხმარები მიზნების მიღწევაში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა”, - განაცხადა კაკაბაძემ დანიური კლუბის ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ოთარ კაკაბაძე გასულ ზაფხულს “დინამო” თბილისიდან ტარაგონას “ხიმნასტიკში” გადავიდა, მაგრამ კატალონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ოთარმა სეგუნდადივიზიონში 6, ხოლო ესპანეთის თასზე 3 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება, “ესბიერგს” – ეს გუნდი დანიის 14 გუნდიან ჩემპიონატში 21 ტურში დაგროვილი 19 ქულით მე-12 ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:15 | 11.01.2017
gabroo123 (23)

არვი არ მომეწონა ამის აკ წასვლაა www.geosesxebi.ge

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
2.745329