თამაშგარე

12:27 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იოლანდას ტალიკ-ტალიკი გეგმები

ნიდერლანდებში ხმა დაირხა, ვესლი სნეიდერის შხვართი ცოლი, იოლანდა სნეიდერი ევროპასა თუ თურქეთში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ საბოლოო ნავთსაყუდელს კვლავ ნიდერლანდებში იბევებსო და საამისოდ თურმე ისეთი ტალიკ-ტალიკი გეგმები დაუწყვია – თქვენი მოწონებული.

სანამ ვესლი წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელი იყო, იოლანდა ცდილობდა მოდელობით გაეგდო საყოველთაო სახელი და ამ თავისი ხელობით საკმაოდ დიდი დანაზოგიც გამოიმუშავა. ჰოდა, ახლა იოლანდა დიდ გაწამაწიაშია და ისეთ ბიზნესს ეძებს, სადაც ამ თავის წვითა და დაგვით ნაგროვებ ფულს ჩადებს.

ჟურნალისტებთან საუბარში იოლანდა დარწმუნებით ამბობს, რომ სამოდელო საქმეში ფულის ჩადებას არ ეშურება, რადგან მისთვის პოდიუმზე კოხტად გავლა-გამოვლა ოდენ წარსულის სილაღეა და ბიზნესს უფრო პრაქტიკული კუთხით უყურებს. გახსნას მაშინ ბატონო დიდი ხის ცეხი და მასალას ახლობლები ბორჯომიდან მიაწვდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149455