სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

11:45 | 11.01.2017 | ნანახია 1165 - ჯერ

“სან ანტონიო” და “კლივლენდი” დამარცხდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.

მოულოდნელად, “სან ანტონიო” შინ “მილოუკთან” 107:109 დამარცხდა. მატჩის ბოლო წამზე მანუ ჯინობილის ჰქოდნა შანსი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა მისი ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “მილოუკში” 28 ქულით ბისლი გამოირჩა. ტეხასელები 30 მოგებით და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ.

“იუტამ” საკუთარ დარბაზში “კლივლენდს” 100:92 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “იუტამ” 27:12 მოიგო. “იუტამ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 28 ქულა ჰეივორდის ანგარიშზეა. “კავალიერსში” 29 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. ახალწვეულმა კაილ კორვერმა 17 წუთში მხოლოდ 2 ქულა შესძინა გუნდს. “კლივლენდი” 28 მოგებით და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“ჰიუსტონმა” ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო, ტეხასელებმა ამჯერად “შარლოტ ჰორნეტსი” 121:114 დაამარცხეს. მატჩის მთავარი მოქმედი პირი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 40 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი. “ჰიუსტონი” 31 მოგებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

“ვაშინგტონი” – “ჩიკაგო” 101:99 (26:36, 23:25, 32:16, 20:22)

https://www.youtube.com/watch?v=K4KZ193gcdQ

“ბრუკლინი” – “ატლანტა” 97:117 (29:35, 14:26, 27:25, 27:31)

https://www.youtube.com/watch?v=C2ixmRmq9V8

“ტორონტო” – “ბოსტონი” 114:106 (23:18, 23:37, 34:29, 34:22)

https://www.youtube.com/watch?v=0EsjI3JqnYU

“ჰიუსტონი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 121:114 (32:26, 35:21, 29:32, 25:35)

https://www.youtube.com/watch?v=1HQAYCx_K_E

“სან ანტონიო” – “მილოუკი” 107:109 (23:23, 36:30, 30:30, 18:26)

https://www.youtube.com/watch?v=mSpG8y-8a1k

“იუტა” – “კლივლენდი” 100:92 (29:29, 27:12, 19:25, 25:26)

https://www.youtube.com/watch?v=CTcMeqHi73o

“გოლდენ სტეიტი” – “მაიამი” 107:95 (27:29, 26:25, 26:14, 28:27)

https://www.youtube.com/watch?v=CBRCx8CmlVw

“ლეიკერსი” – “პორტლენდი” 87:108 (26:25, 31:30, 12:23, 18:30)

https://www.youtube.com/watch?v=zjiTz2VW16s

“საკრამენტო” – “დეტროიტი” 100:94 (21:29, 22:27, 25:21, 32:17)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:07 | 11.01.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7274)

მოკლეд, თუ ჰიუსტონი თავის ჰარдენიანაд არ გაдაიწვა, თუ ვესტბრუკს ოლაдიპომ дა აдამსმა კარგაд აუბეს მხარი, თუ კლიპერსს ტრავმებმა არ შეუშალა ხელი, ან არ გამოдეანдრეჯორдანдა, თუ მემფისმა дა იუტამ მარწუხებს არ მოუშვეს, ძალიან მაგარი პლეიოფები გველის ვესტში (გოლдენი дა სპურსი თავისთავაд იგულისხმება).
აღმოსავლეთი ობიექტურაд სუსტია. თუმცა ლებრონა გვპირдება, უსამართლობაში რომ არ дამдონ ბრალი, ეხლა წავუკიმარებ дა ფინალში გავიღვიძებო DDDDDDDDDDD

16:37 | 11.01.2017
iloreli (1468)

ოოო მემფისი ძაან საშიში გუნდია. მაგ გუნდში პოლ ჯორჯი რო გადავიდეს ვაფშე ვოლკები იქნებიან. 2/2 მოიგეს გოლდენს და რაცხა ისე მიდიან დიდი შანსია მეოთხე გევდნენ და კომფერენციის ნახევარ ფინალში დაეტაკონ მეომრებს..
მაგ რასკლადით მეომრებმა შეიძლება ბოლოს ფეხებიც აიშვირონ და სპერსი გაუშვან პირველზე, რითაც სავარაუდოდ ნახევარფინალში ჰიუსტონზე გავლენ და დათვებს პოპოვიჩიჩებს შეატოვებენ...
ყველაფერს არ ვიტყვი ახლა, ცოტა ლელა კაკულიასაც ხო უნდა დავუტოვო

13:45 | 11.01.2017
Chat shit get banged (1057)

იუტა ძაან მაგარ დაცვას თამაშობს

13:02 | 11.01.2017
iloreli (1468)

კავალერიას მიზანი აერია მაგრად. ფრაიმ, შამპომ, კორვერმა და ჯეფერსონმა 1 სამიანიც ვერ ჩასვეს. ალბათ 1000 დან ერთი თამაში იქნება ამნაირი

11:53 | 11.01.2017
iloreli (1468)

ტააკს :0 federerjamesliverpooldelpotro (2050) ხო ხედავ არ იყო ლამარკუსა უანტეტოკუმპოო (დამატყდა თითები)ბაქსმა მოუგო სპერსს.
იუტას საღოლ. და ჰარდენი მართლა არ ხუმრობს

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075465