ჭიდაობა

11:13 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაჭულ ხალიჩაზე საქართველო დაინომრა

ამბროლაურში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის. ორი დღის განმავლობაში რაჭულ ხალიჩაზე 200-მდე ახალგაზრდა გავიდა. მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილიც, რომელმაც შიდა კონკურენციაში ფავორიტის სტატუსი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა.

საქართველოს პირველობას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც დაესწრო. მისი განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონებში ჭიდაობის განვითარებისთვის ხელის შეწყობაა. გეგეშიძისვე სიტყვებით, გამარჯვებულ სპორტსმენებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, რათა მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შეხვდნენ.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

23-წლამდე

ამბროლაური

57 კგ

1 რამაზ თურმანიძე (აჭარა. ოლიმპ. რეზერვ. ცენტრი)

2 ლევან მურცხვალაძე (თბილისი)

3 გიორგი ხაჩიძე (ხაშური)

3 ირაკლი მხეიძე (აჭარა)

61 კგ

1 შოთა ფარტენაძე (აჭარა. ორც)

2 გიორგი რევაზიშვილი (თბილისი)

3 გიორგი შამათავა (ფოთი)

3 დავით ენდელაძე (ქუთაისი)

65 კგ

1 ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

2 შმაგი თოდუა (სამტრედია. ორც)

3 მაგამედ საიდოვი (ყვარელი. ორც)

3 შალვა ხუციშვილი (გორი)

70 კგ

1 მირზა სხულუხია (ქუთაისი)

2 გიორგი გიორგობიანი (ქუთაისი)

3 ვასო ჯამბურიძე (გარდაბანი)

3 არტემ ტანგამიანი (ნინოწმინდა)

74 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური. ორც)

2 ნიკა კენჭაძე (ამბროლაური. ორც)

3 გიორგი ბრეგვაძე (გორი)

3 გიორგი ქავთარაძე (სტეფანწმინდა)

86 კგ

1 ირაკლი მწითური (თბილისი)

2 მექი სიმონია (ქუთაისი)

3 დათო ფირუზაშვილი (თბილისი)

3 საბა დეკანოიძე (საჩხერე)

97 კგ

1 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

2 როლანდ ანდრიაძე (ხონი. ორც)

3 ბექა გოგიჩაშვილი (გორი)

3 გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი. ორც)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (გორი)

2 ლაშა ჯელაძე (ამბროლაური. ორც)

3 ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)

3 ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა. ორც)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123247