სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

10:44 | 11.01.2017 | ნანახია 4911 - ჯერ

ზაზას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება “მაიამისთან”

“გოლდენ სტეიტმა” შინ “მაიამი ჰიტი” 107:95 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 5-დან სამი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “მეომრებმა” 26:14 მოიგეს.

“გოლდენ სტეიტში” 28 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, ხოლო “მაიამიში” 28 ქულით და 20 მოხსნით ჰასან უაიტსაიდი საუკეთესო გახლდათ.

“გოლდენ სტეიტი”, რომელიც 33 მოგებით და 6 მარცხით ლიდერია, 13 იანვარს შინ “დეტროიტს” დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:28 | 12.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

ვეიდის გარეშყგავარტყი ოლ სტარს ერთ გუნდში ვეიდი ირვინგი სილამაზე დაიხატება

20:40 | 12.01.2017
haudi (35)

დღესდღეობით ეს ხუთეულებია მგონი ყველაზე ძლიერი
ირვინგი
დეროზანი
ლებრონი
ლავი
ჰასანა

იქიდან კიდე

ვესტბრუკი
ჰარდენი
დურანტი
დევისი
მარკი

23:27 | 12.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

ღადაობ ვეიდი რო ოლ სტარის ხუთეულში არ იყოს არც ჩავრთავ ოლ სტარს და ჩემს გარდა ბევრი კიდე

21:28 | 12.01.2017
haudi (35)

ზამენა
ტომასი
ვეიდი
ბატლერი
ჯაბარი ან კრისტაპასი
დრამონდი ან ლოპესი

კარი
ტომპსონი
კავაი
გრიფინი
კაზენსი

03:31 | 12.01.2017
dinamo222 (3275)

https://www.mysports.ge/ka/post/view/17401---სტივ კერი ზაზას შესახებ !

14:28 | 12.01.2017
grinchi (2925)

ნუ უარყოფითს ხომ არ იტყვის ისე ძალიან თავგანწირულად ითამაშა

14:44 | 12.01.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7295)

სხვა რამეა მნიშვნელოვანი. ზაზა, მიუხეдავაд ბევრი ხმისა მაინც ვერ მოხვдება ოლსტარის სასტარტოში, ახალი წესების გამო. მაგრამ არაა გამორიცხული კერიმ აიყვანოს (дიдი ალბათობით ეგ იქნება ვესტის მწვრთნელი).
შარშანწინ კერი იყო, შარშან პოპოვიჩი, იმიტომ რომ ზეдიზეд ერთიдაიგივე გუნдის მწვრთნელს არ აქვს ოლსტარზე ყოფნის უფლება. წელს ისევ შეუძლია...
2015-ში ატლანტას მწვრთნელი იყო აღმოსავლეთში дა 4 კაცი აიყვანა თავისი გუნдიдან - ჰორფორдი, მილსაპი, ტიგი дა კორვერი.
ასე რომ, არაფერია გამორიცხული...

02:59 | 12.01.2017
dinamo222 (3275)

უაოტსაიდი რომ ზაზაზე ეფექტურია მაგაზე დავაც არ შეიძლება და კიდევ 2-3 სხვა მაგრამ რასაც ზაზა გუნდისთვის აკეთებს და რასაც დაცვას კეტავს ამაში მთელი ენბას ცენტრებს ჯობია ! მთელმაგუნდმარომ ზაზაზე ააწყოს თამაში (როგორც ხასანაზე აწყობს მაიამი) ამანაც რომ ისროლოს თამაშში 3036 ჯერ ესეც მოაგროვებს 28 და მეტ ქულასაც და 20 ზე მეტ მოხსნასაც ! მითუმეტეს უკვე გაუკეთებია ასეთ შედეგები არ დაგვავიწყდეს რომ ზაზას ამ საუკუნის რეკორდი ეკუთვნის --18 მოხსნა მეტოქის ფარზე ერთ თამაშში !!ამაზე მეტი მართლა ლეგენდა მოზეს მალოუნმა გააკეთა --21 მოხსნა

03:02 | 12.01.2017
dinamo222 (3275)

შეტევაში ეფექტურობაზე რომ ვილაპარაკოთ მაკგი დაფრინავს შეტევაში და მართლა მაგარ ალეუპებს ყრის მაგრამ ჯობია ზაზას ? DD

01:46 | 12.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

ჰასანამ სამი სამმაგი დადო შარშან დონის დონე ცენტრია ჩემვის პირველი მაგაზე მყავს აწყობილი ჰიტი

01:45 | 12.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

ზაზა დონე

01:10 | 12.01.2017
პანტელეიმონი (3118)

გვახარებ ჩვენო ზაზა ! ! !

19:50 | 11.01.2017
Z U R A (18320)

ჰასანას გაჩერება ზაზას კიარა ბევრად ძლიერ ცენტრებს უჭირთ ) წელს ერთი დრამონდმა დაჩაგრა მაგრად (დაჩაგვრა აღარ ერქვა ისე მაგას პატრონი მ......ა ისე ამოკეტა ) მეტი არ მახსენდება წელს რო ჰასანა ძაან დაეჩაგროთ... ძაან ძლიერია ტიპი რიბაუნდ ლიდერი რო გახდება ეჭვი არ მეპარება... ზაზას პირველ მეოთხედში გაუჭირდა მაგრად მერე მოუმატა დაცვა და შეზღუდა ცოტა.... ვესტს და მაგკის კი მაგრად გადაუარა ტიპმა ცხოველია ჩვეულებრივი...

17:44 | 11.01.2017
grinchi (2925)

ის 3-4 წლის წინ რატო არ იყო აქტიური ოლ სტარი?

17:46 | 11.01.2017
grinchi (2925)

აქტუალური*

17:03 | 11.01.2017
rafa movedit (5436)

iloreli ვაითსაიდი არ გაახარაო არ მითკვამს მე მე იმას გავუსვი ხაზი რომ როცა ზაზა პარკეტზე იყო ისე ტავისუფლად და ლაგად ვერ გრძნობდა თავს და იმას რაც ვესტს და მაკგის უბედავდა ზაზასთან არ გამოსდიოდა ორმაგი დუბლი შეიძლება დაედო მაგრამ 37 წუთი რო ზაზას ეთამაშა უაითსაიდი 28 კულას და 20 მოხსნას ნამდვილად ვერ დადებდა ეგაა ძმაო რეალობა სხვა კი არაფერი

14:13 | 11.01.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7295)

პასი იცოдეს უაიტსაიдმა дა პირველი კანдიдატი იქნებოдა ოთხმაგი дუბლის. შარშან ორი ტრიპლი дაдო ბლოკშოტებით მაგ პირუტყვმა DDDDDDDDDD
ზაზას მთავარი პლიუსი ისაა, რომ მაჯის ტრავმის მოშუშების შემдეგ საბოლოოд მოკლა საუბარი ძირითაдი ცენტრის შესახებ. ის კი არა ვფიქრობ, რომ ბოგუტიც სრულიაд მიავიწყა გოლдენის ფანობას.

16:22 | 11.01.2017
iloreli (1474)

ბოგატი იყო დაცვის ქვაკუთხედი (მაგარი სიტყვაა) ხოდა როგორც კი ბოგატი ამოვარდა ფინალში ეგრევე ჩეისვარა უორიორზმაც... კიი მაგარია გრინი შეტევაშიც იგიჟებს ხოლმე თავს მაგრამ კარგად ჩანს, რომ შარშან დაცვა ბოგატზე გადიოდა და წელს ზაზაზე გადის.
როგორც ოკლაჰომას დაცვა გადიოდა პერკინზე, ოღონდ უორიორზის ვარიანტი ბევრად ხარისხიანია ზაზას და რიგი სხვა ფაქტორების გამო.
ზაზამ რო გამაზა რამოდენიმე იგრა კარგად გამოჩნდა როგორ გაუჭირდათ, კი მოიგეს მაგრამ ჩუფლაყ გუნდებთან და სერიოზულ სამწამიანის მქონე გუნდებთან ზაზა წამალია

19:52 | 11.01.2017
Z U R A (18320)

ბოგატი რაცაა კი გამოჩნდა დალასში ) რავი ვორიორსისთვის ზაზა უფრო კაი შენაძენია მგონი ) თან 3 მილიონად 11 მილიონიანი ბოგატი ძაან თავისუფლად ჩაანაცვლა

13:36 | 11.01.2017
rafa movedit (5436)

iloreli ზაზა ძმა ჰასანას სტატისტიკას ვერანაირად ვერ დადებდა ზაზამ 23 წუთი ითამაშა და 37 წუთი ხომ არის განსხვავება. 14 წუთი ძალიან დიდი დროა კალათბურთში ზაზას რო 37 წუთი ეთამაშა ჰასანა ორმაგს ჩემს ფეხებს დადებდა არც 28 კულა ეკნებოდა და მითუმეტეს არც 20 მოხსნა. მერე მეორეც ძმაო ჰასანა მაიამის სული და გულია ლიდერია გუნდის და ყველა დიდი და პატარაც ჰასანაზე თამაშობს და მაგაზეა თამაში აგებული ჰასანამ 17 ჯერ ესროლა ბურთი და ზაზამ მხოლოდ 5 ჯერ თუ თამაშს უყურე როცა ზაზა პარკეტზე იყო ჰასანა მაგის ნახევარისაც ვერ შვებოდა

16:18 | 11.01.2017
iloreli (1474)

არ გამოვდგები მე მაინცდამაინც ჰასანას დამცველად, მაგრამ ტიპს საშუალო 17 ზე მეტი ქულა და 14 ზე მეტი მოხსნა და 2 ზე მეტი ბლოკი აქვს. ელიტარული ცენტრია. ეს არაა ბრუკ ლოპესი მარტო შეტევაში რო იყოს მაგარი ან დეანდრე მარტო დაცვა და ათლეტიზმი რო იყოს.
მთლად მარკი ვერარი, მარკი ყველაფერში ძლიერი მაგრამ ჰასანა დონე ტიპია.
რაც შეეხება ზაზას, ბევრჯერ მითქვამს და კიდე ვიტყვი, ზაზა არის უჭკვიანესი, დიდი ინტელექტის, ქარიზმის, მებრძოლკი სულის მქონე მოთამაშე, მაგრამ ნიჭი, სისწრაფე, ათლეტურობა, მოქნილობა არ აქვს და მოკალი.
ასე რო ჰასანას ნაერი ცხოველი მაინც გააკეთებს ორმაგ დუბლს ზაზასთან და ზაზას რაშიც ეკუთვნის პლიუსი ის ვთვქათ ჯობია, ვიდრე ის ვიძახოთ ვაიტსაიდი არ გაახარაო ტიპმა ბიგ დაბლ-დაბლი დადო, შაკიც რო მოაწერდა ხელს ისეთი სტატი დადო

12:07 | 11.01.2017
rafa movedit (5436)

ზაზა რო არ ყოფილიყო ჰასანა 28 კი არა 58 ჩაყრიდა და 30 მოხსნას მაინც დადებდა

12:06 | 11.01.2017
rafa movedit (5436)

iloreli ჰასანამ 28 ქულიდან 10 ჩაუგდო ზაზას დანარჩენი მაშინ ჩაყარა როცა ზაზა პარკეტზე არ იყო 18 კულა მაკგის და წესტს ჩაუგდო ვესტი საერთოდ არ დაზოგა ზაზა რო გამოვიდოდა ბრმაც კი ხედავდა რო ჰასანას ეგრე პრობლემები ექმნებოდა

12:52 | 11.01.2017
iloreli (1474)

ვესტი არცაა ზმა ცენტრი. ტიპიური მძიმე ფორვარდია, თან მაინცდამაინც კარგი მცველიც ვერარი. რათქმაუნდა ზაზა ერთერთი საუკეთესო მცველია მაღლებს შორის, თუმცა რაც არუნდა მაგარი იყო ჰასანა ჩვეულებრივი მონსტრია. ასე არსაიდან კაცი მოვიდეს და საშუალოდ 15 ქულა, 15 მოხსნა და 3 ბლოკი აკეთოს თამაშში მე არ მინახავს.
ზაზა მაგარია ბაზარი არააა მაგრამ აი ჰასანას სტატისტიკა რო დაედო ზაზას და ზაზასი ჰასანას მაშინ უფრო მაგარი იქნებოდა

11:49 | 11.01.2017
iloreli (1474)

ამ დღეებში ზაზას ლიგის საუკეთესო ცენტრებთან მოუწია თამაში.
გასოლთან, კაზინსთან, ჰასანასთან ჭიდილი არააა იოლი საქმე. აგერ ახლა ბეხლეწი დრამონდი ელოდება ფარქვეშ.
ჰასანას ბარემ წაეღო ფარი სახლში თან 13/17 ბურთი 28 ქულაც თემაა. თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ ჩანს ჰასანამ არ უტლიკინია ბევრი კაზინსივით და დაინდო ზაზამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.116345