ფეხბურთი

10:35 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო კარლი: “მჭედლიძის პროგრესი აშკარაა”

იტალიური “ემპოლის” გენერალური დირექტორის, მარჩელო კარლის განცხადებით, ლევან მჭედლიძის პროგრესი ეჭვს არ იწვევს. როგორც იტალიელმა გამოცემა il tirreno-სთან ინტერვიუში თქვა, ეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის დამსახურებაა.

“მჭედლიძის თამაშით კმაყოფილები ვართ - ლევანმა მიიღო მუდმივი სათამაშო დრო და მისი პროგრესი აშკარაა. ეს კარგად გამოჩნდა “პალერმოსთან” მატჩშიც, როდესაც საჯარიმოში პოზიცია ჩინებულად შეარჩია და მაკარონეს მოპოვებულ პენალტში დიდი წვლილი მჭედლიძის გადაცემას ჰქონდა”, - განაცხადა კარლიმ.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ ბოლო ოთხი მატჩი “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში გაატარა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ 2012 წლის მერე პირველად მოხდა მის კარიერაში. ხსენებულ შეხვედრებში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე სამი გოლია.

0.111632