ჭადრაკი

21:02 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო  ჩემპიონატზე  სოფო  გვეტაძეც  გამოვა

ჭადრაკში ქალთა შორის ირანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა სიას ადგილების გამოთავისუფლების შემდეგ ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გვეტაძეც დაემატა.

სალომე მელიას, ნანა ძაგნიძის, ნინო ბაციაშვილის, ლელა ჯავახიშვილის, ნინო ხურციძის, ბელა ხოტენაშვილისა და სოფო გურამიშვილის შემდეგ გვეტაძე მერვე ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც ამ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ნოკაუტ სისტემით მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 62 მოჭადრაკე გამოვა, მონაწილეებმა თამაშის უფლება ევროპის 2014-2015 წლების ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122594