ფეხბურთი

20:09 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ფეხბურთელი ანანიძის თანაგუნდელი ხდება

იტალიური “მილანის” ფორვარდი ლუის ადრიანო კარიერას რუსეთის ჩემპიონატის ლიდერ მოსკოვის “სპარტაკში” გააგრძელებს. იტალიური გამოცემების ცნობით, ბრაზილიელი შემტევი რუსულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდგომაც კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

ტრანსფერის ფინანსური კუთხე ამ დროისთვის არ გახმაურებულა. ლუის ადრიანომ საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოც განათავსა მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “მილანში” 2015 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობდა, მაგრამ სულ რაღაც 6 გოლი გაიტანა “როსონერის” შემადგენლობაში. მანამდე კი, მან სახელი დონეცკის “შახტარში” შედეგიანი თამაშით გაითქვა.

0.123578