სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

17:49 | 10.01.2017 | ნანახია 1395 - ჯერ

გიორგი ბერიძე - სლოვაკურ "ტრენჩინში" იჯარით

19 წლის ქართველი გარემარბი გიორგი ბერიძე ბელგიის "გენტიდან" სლოვაკურ "ტრენჩინში" გადადის: სეზონის ბოლომდე იჯარით. ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვაცნობა.

"ტრენჩინი" სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია, თანაც, ზედიზედ ორგზის - 2015 და 2016 წლებში. ამჟამად კი გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა, რაც სეზონის წინ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვამ გამოიწვია.

ბერიძეს "გენტის" დუბლებში უწევდა თამაში, შარშან უეფას ახალგაზრდულ ლიგაშიც გამოდიოდა.

ბერიძის გარდა, "გენტის" დუბლებშია ჯიმი ტაბიძეც, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას, ეს ჯერ უცნობია. არაა გამორიცხული, ისევ "გენტში" დარჩეს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.057518