სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

15:02 | 10.01.2017 | ნანახია 905 - ჯერ

წყვილი წაგების ტური

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კომუსუბის რანგში მოჭიდავე ლევან გორგაძე სეზონის პირველ ბაშოზე ისევ უქულოა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორს ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე საწყის ტურებში თავისზე მაღალრეიტინგიან მეტოქეებთან უწევს დაჭიდება და ჯერჯერობით, წარმატებას ვერ აღწევს. ზედიზედ მესამე მარცხი გორგაძემ დღეს, ოძეკი კოტოშოგიკუსგან იწვნია.

მესამე ტური ასევე მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვისაც წარუმატებელი გამოდგა - მე-13 მაეგაშირად წოდებულ გაგამარუს საწყის ორ დღეში თითო მოგება და წაგება ჰქონდა. დღეს კი ჩიოიოსთან დამარცხდა. არადა აქამდე მას ურთიერთშეხვედრებში დიდი პირწმინდად სჯაბნიდა (4:0).

მეოთხე ტურის შეხვედრები ხვალ შედგება და ტოჩინოშინს კიდევ ერთი უმძიმესი გამოცდა ელის – მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს პირისპირ მოუწევს დადგომა. აქამდე მას სუპერტურნირებზე 23-ჯერ დასჭიდებია და ერთხელაც არ დაუმარცხებია. ჰაკუჰოს მიმდინარე ბაშოზეც ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

გაგამარუს მომავალი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება. სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც ჩვენებურის მოწინააღმდეგის მხარესაა – 5:3.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 12.01.2017
raul-iker (5636)

Videoebic dadet xolme raa

13:01 | 11.01.2017
BEERTRANCE (93510)

ისევ წაგებები

23:53 | 10.01.2017
Aureliano buendia (185)

რა იქნება ამ ჰაკუჰოს ან ფეხი დაუცდეს დოჰიოზე ან წონასწორობა დაკარგოს ან რამე ეგეთი, ბოლობოლო ერთხელ ჰენკა სცადოს ტოჩიმ, იოკუძუნასთან ეპატიება, მოსაბეზრებელია უკვე ამდენი მარცხი და იმედია ხვალ გატყდება ნავსი

16:29 | 10.01.2017
BEERTRANCE (93510)

ტოჩის ჭირდება მოგება სანიაკუს წევრებთან

16:19 | 10.01.2017
raul-iker (5636)

იმედია გაგა მაინც მოიგებს

16:18 | 10.01.2017
raul-iker (5636)

სამწუხაროდ ხვალაც გარდაუვალი მარცხი გველის ჩინგიზასთან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
7.089513