ფეხბურთი

12:49 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუენოს აირესში მესის ქანდაკება გაანადგურეს

“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ლიონელ მესის ძეგლი, რომელიც ბუენოს აირესში გასულ წელს დადგეს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაანადგურეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ქანდაკება ორ ნაწილადაა გატეხილი.

ქალაქის ხელმძღვანელთა განცხადებით, ფეხბურთელის ძეგლს უახლოეს დღეებში აღადგნენ, ხოლო ამ ვანდალიზმის ჩამდენები მკაცრად დაისჯებიან.

როგორც ცნობილია, მესის სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ და გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ეროვნულ გუნდში ისეთი შემართებით არ თამაშობს, როგორც კატალონიურ კლუბში.

0.112353