სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
თამაშგარე

12:17 | 10.01.2017 | ნანახია 1560 - ჯერ

ვინ გაანაწყენა ემა ჯონესი?

სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ჩვენი პლანეტის საფეხბურთი სამყარო იმაზე ნერვიულობდა, მსჯელობდა და ფიქრობდა, თუ ვის დაასახელებდა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო – ფიფა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად და იქნებოდა თუ არა ეს არჩევანი სწორი და სამართლიანი.

ამ ამბებს სხვა მრავალთან ერთად, გარეტ ბეილის მეუღლე, ემა ჯონესიც დიდი გულმოდგინებით ელოდა, თუმცა მისი ეს გულმოდგინება ნამდვილად არ იყო პოზიტიური იმედებით ნაკარნახევი. გარეთის ცოლმა უკვე იცოდა, რომ მისი ქმარი წელსაც არ იქნებოდა საუკეთესოდ დასახელებული და როგორც თავად მანამდე უკვე იძახდა, ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ როგორ გაბედეს და მის ქმარს სხვა ამჯობინეს.

როგორც იცით, საუკეთესო ფეხბურთელად, გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, რომელიც სწორედაც რომ გარეთ ბეილის კლუბში თანაგუნდელი გახლავთ, მაგრამ სავარაუდოდ გარეთის გულნატკენი ცოლისგან რონალდუმ იმდენი კრულვა და ქოქოლა მიიღო – ერთი ათი საფეხბურთი სეზონი კიდევ ეყოფა. არადა, ისე რომ ვთქვათ, გასულ წელს არც გარეთ ბეილს უთამაშია ურიგოდ...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:29 | 14.01.2017
araika (2)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:50 | 10.01.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6586)

კაროჩე რაა, ყველას თავისი რო ჰგონია საუკეთესო...
კიдევ კარგი "ოლ სტარის" გამოკითხვაში არ იღებს მონაწილეობას ეს ჩვენი ყურშა გარეტა DDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.109761